saqarTvelos uReltexilebi - leSkikiles uReltexili

ტერიტორიული ერთეული ლენტეხის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2600 მ
ქედი სვანეთის კავკასიონი

 

უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოების ზესხოს ქედზე, მდინარე ცხენისწყლისა და ზესხოს წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2600 მ. ლეშკიკილეს მიდამო აგებულია იურული ფიქლებით და ქვიშაქვებით, შემოსილია ალპური მდელოებით. სოფელ ცანას აკავშირებს შაროვცეკის (მაჩხაფარის) და ვაციწვერის უღელტეხილების მისადგომებთან.